გიორგი ჯინჭარაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი და ტრაგიკული დღეა. მინდა, პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, თავდადებულ მებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის თავი გაწირა და სიცოცხლე მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული, თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა.
1755158199
საზოგადოებანინო თანდილაშვილი: პოლიტიკური და მარეგულირებელი თვალსაზრისით, საქართველომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარა...
1755156912
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ
დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი...
1755156734
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ...
1755156610
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა - ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას
სააპელაციო სტადიაზე საქმის განხილვის ანალიზის დროს, პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მისი ზოგიერთი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებაზე (იმასთან...
1755156468
საზოგადოებაადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის...