გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794652194

ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გა...

 ლევან ხაბეიშვილი

1794650718

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე თავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ თავს ქართული ნიურნბერ...

დავით მათიკაშვილი

1794649001

ახალი ამბები

15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი...

წვიმა, ქარი და მდინარეებზე წყალმოვარდნები

1794646973

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძ...

თავდაცვა

1794644747

ახალი ამბები

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა ბიჭი ლიანდაგებში ჩავარდა - ის ადგილზე დაიღუპა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა ბიჭი ლიანდაგებში ჩავარდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი მალევე ამოიყვანეს, თუმცა უკვე დაღუპული იყო. გავრცელებული ინფორმაციით,  ის, სავარაუდოდ, არაფხიზ...

ზოგადი