გვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები რომ არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც დაეკითხა, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა“- ამის შესახებ გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, „დღის ამბებში“ განაცხადა.

ნიკა ობოლაძის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით [ოპოზიციურ] პარტიებს პოზიცია არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული.

მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ „მისცა ტონი ამ ყველაფერს“.

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არანაირი არანაირი მტკიცებულებები არ სჭირდება არჩევნებთან დაკავშირებით და მან არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, „ლიდერშიფი“ აიღო, ეს ყველაფერი თვითონ გააკეთა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ეს რომ პარტიებს გაეკეთებინათ კი. მაშინ კარგად ვუყურებდი ახალ ამბებს.

პარტიებს არ ჰქონდათ ის პოზიცია ჩამოყალიბებული ისე მკვეთრად, რამდენადაც ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების მერე, როდესაც თქვა, რომ „მე არ ვიცი, არ მაქვს მტკიცებულებები, არ მჭირდება მტკიცებულებები, მე ვამბობ, რომ ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას“, ასე თქვა და გაიარა და ამან მისცა ტონი ამ ყველაფერს“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744049903

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: ამერიკული ტარიფების გლობალური შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გამოწვევაა, მაგრამ ამ მომენტში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. სტარმერმა დასძინა, რომ სავაჭრო ომ...

ბრიტანეთის პრემიერ

1744047966

საზოგადოება

გვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: ჩვენი ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი

გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნარატივზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი,...

ნიკა ობოლაძე

1744044925

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა არ გააუქმებს თავის ტარიფს, რომელიც აშშ-ის ტარიფის საპასუხოდ მიიღო. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალ...

დონალდ ტრამპი

1744043262

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორი...

შალვა პაპუაშვილი

1744041758

საზოგადოება

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა

იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაოლუსა და სანდას ნაკრებებმა სულ 18 მედალი - 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1...

უშუს ეროვნულმა ნაკრებ