დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა არ გააუქმებს თავის ტარიფს, რომელიც აშშ-ის ტარიფის საპასუხოდ მიიღო.
ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ „Truth Social“-ში დაწერა.
„მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც განახორციელებს საპასუხო ქმედებას აშშ-ის წინააღმდეგ დამატებითი ტარიფების დაწესებით, დაუყოვნებლივ დაუწესდება ახალი და არსებითად უფრო მაღალი ტარიფები, თავდაპირველად დადგენილზე მეტი. ჩინეთმა დააწესა საპასუხო, 34%-იანი ტარიფები, მათი უკვე არსებული რეკორდული ტარიფების გარდა, ამიტომ თუ ჩინეთი არ გააუქმებს 34%-იან ტარიფს ხვალ, 2025 წლის 8 აპრილამდე, შეერთებული შტატები ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, რომელიც ძალაში შევა 9 აპრილიდან. გარდა ამისა, ყველა მოლაპარაკება ჩინეთთან მათ მიერ მოთხოვნილი შეხვედრების შესახებ შეწყდება. მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე მოითხოვეს შეხვედრები, დაუყოვნებლივ დაიწყება“, – წერს ტრამპი.
1744049903
მსოფლიობრიტანეთის პრემიერი: ამერიკული ტარიფების გლობალური შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გამოწვევაა, მაგრამ ამ მომენტში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. სტარმერმა დასძინა, რომ სავაჭრო ომ...
1744047966
საზოგადოებაგვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: ჩვენი ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი
გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნარატივზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი,...
1744047812
საზოგადოებაგვარამია/მელიას პარტიის ლიდერი ნიკა ობოლაძე: სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები რომ არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც დაეკითხა, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა
„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა“- ამის შესახებ გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნ...
1744043262
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორი...
1744041758
საზოგადოებასაქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა
იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაოლუსა და სანდას ნაკრებებმა სულ 18 მედალი - 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1...