იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში შეხვდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: 

"მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს, მე რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი, ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი - ეს თქვენც გეხებათ, ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და აქედან გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომელს ტელევიზიებსაც შეიძლება მოუწოდოს, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, მიტევებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისატევებელი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს იწყება ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან - კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, 90-იანი წლები... და კიდევ ბევრი სხვა რამ. დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და ჩვენ, რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მე ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მთელი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ჩვენ უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. იქ კი ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არის, დიდი სისხლია დაღვრილი ორივე მხრიდან და იქაც ანგარიშსწორება და სამართლებრივი მიდგომა არ იქნება მიზანშეწონილი. მე ბატონ მიხეილს ვთხოვე და მოგიწოდებთ თქვენც, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმითი, რომ ჩვენი მოქმედი, ყოფილი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ისეთი დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასდროს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი საერთო, საყოველთაო შერიგებაზე,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი