ირაკლი ბენდელიანი: კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.

„იმ წუთიდანვე, როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ჩაერთო და გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, იყო გარკვეული წინააღმდეგობები, მიუხედავად ამისა თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში, სადაც ისინი უსაფრთხო გარემოში არიან.

დღეს დილიდან შესაბამისი სამსახურების ზედამხედველობით ხდება თითოეული ოჯახის თავიანთ ბინებში შეყვანა და პირველადი ნივთების გამოტანა, შესაბამისად სრული პროცესი კონტროლქვეშ გვაქვს და ყველა ძირითადი პირველადი სამუშაოები, რაც იყო ჩატარებული, უკვე განხორციელებული გვაქვს.

გუშინ საღამოდან დავიწყეთ ამ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების ჯებირებით შემოღობვა, შევზღუდეთ საავტომობილო გზაც, ვინაიდან იქ გადაადგილება არ არის უსაფრთხო. შემოღობილ ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში პირველადი საჭიროების ნივთები, რაც მოსახლეობას დასჭირდება, მათ გამოტანაში დავეხმაროთ.

შემთხვევის ადგილზე სრული ტერიტორია ჯებირებით არის შემოღობილი და იქ გადაადგილება ამ ეტაპისთვის შეზღუდულია“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანმა მომხდარი ტრაგედიით სპეკულაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ხშირად გვინახავს, როდესაც მსგავსი სახის ტრაგედიებით ისინი ყოველთვის ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752601426

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მი...

ტრამპი, პუტინი და ზელენსკი

1752600767

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხ...

ცოტნე ანანიძე

1752598993

სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიასთან დამარცხდა

დასასრულს უახლოვდება სომხეთში მიმდინარე საკალათბურთო B დივიზიონის მატჩები ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი დანიასთან გამართა და 74:85 დამარცხდა. ჯგუფიდან მეოთხე...

ახალგაზრდული ნაკრები

1752597165

მსოფლიო

კაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება. ბრიუსელში ევროკავშირის საგა...

კაია კალასი

1752594447

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან...

შალვა პაპუაშვილი