ირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პოლიტპატიმარი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საუბრობს.
ირაკლი გედენიძემ კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვის პასუხად, რომ აქვს თუ არა დღეს მას აგრესია, განაცხადა, რომ არა. მისი თქმით, ის დღესაც მუშაობს აქციებზე და მიუხედავად პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა, ის მაინც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
„აგრესია არ მაქვს. მე დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ, პოლიციელების კორდონთან ვდგავარ, ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. მე ხმა არ გავეცი. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია [აგრესია]. 9 აპრილს ვიღაც ნიღბიანმა, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ჩემს შვილზე პატარაა, ხელი მტაცა აპარატზე და მეჯიკავა, რომ არ გადავიღო იქ რაც ხდება. გამჯდარი მაქვს, რომ მე იქ უნდა ვიმუშაო, კადრი უნდა გავაკეთო, რაც ხდება. ვუთხარი ასაკს მაინც ეცი პატივი მეთქი“-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.
ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.
2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.
1746014856
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი: წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრი მიესალმა და იუბილე მიულოცა რეკრუტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალები...
1746014059
საზოგადოებაირაკლი გედენიძე მიხეილ სააკაშვილზე: კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო - წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1746012179
საზოგადოებანათია გედენიძე: ჩემი დაკითხვა გააგრძელეს კაცებმა. მითხრეს ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, შენ და შენი შვილები ამას რომ ნახავთ, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვა და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო
ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდ...
1746012114
საზოგადოებაგლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიც...
1746012059
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა
აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევ...