ირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა

საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის ასეთი წარმატებული, ამაშიც ჩივაძის და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილია.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ჩივაძეს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის და ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული.
„მივულოცავ იუბილეს ბატონ ალექსანდრეს და მილოცვასთან ერთად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართული ფეხბურთისთვის გაქვთ გაკეთებული, როგორც ქართული ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდას. სამწუხაროდ, მე არ მქონდა საშუალება, უშუალოდ სტადიონზე მეყურებინა თქვენი თამაშებისთვის, თუმცა ალბათ ყველა ქართველ გულშემატკივარს რამდენჯერმეც კი გვაქვს ნანახი ის თამაშები, რომლებშიც ჩვენი დინამო იმარჯვებდა ბატონი ალექსანდრეს ლიდერობით – 1941 წლის ფინალი, ლივერპულის და ბევრი სხვა თამაში. შეუძლებელია, უბრალოდ ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთის და თბილისის დინამოს ნამდვილი ლიდერი.
ზოგადად, როცა ფეხბურთის წარმატებაზეა საუბარი, ალბათ ყველამ ვიცით, რომ საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ ალექსანდრეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის ასეთი წარმატებული და წარმატების გზაზე, ამაშიც არის ბატონი ალექსანდრეს და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილი. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1746295333
საზოგადოებალევან მურუსიძე: დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება
რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურ...
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746288065
საზოგადოებადედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...
1746285556
საზოგადოებაქადაგიშვილი: ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს
„მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გან...