მიხეილ ყაველაშვილი: ბატონი საშა ჩივაძე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო ძალიან რთულ წლებში და მუდამ თითოეული ფეხბურთელის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავდა

ბატონი საშა ჩივაძე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო ძალიან რთულ წლებში და მუდამ თითოეული ფეხბურთელის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავდა, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

იგი აღნიშნული პოსტით ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის იუბილეს ეხმიანება.

„დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ვეტერან ფეხბურთელებთან და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა, პირადად მიმელოცა მისთვის იუბილე. მართლაც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს. ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ის და მისი თაობის ფეხბურთელები შთაგონების წყარო იყვნენ, რომლებმაც შეგვაყვარეს სპორტის ეს სახეობა. ჩვენ, სწორედ საშა ჩივაძის, დავით ყიფიანის, მანუჩარ მაჩაიძის, ვლადიმერ გუცაევისა და სხვა დიდი ფეხბურთელების მაგალითზე ვიზრდებოდით.

ბატონი საშა ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო ძალიან რთულ წლებში და მუდამ თითოეული ფეხბურთელის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავდა.

ბატონო ალექსანდრე, დიდ მადლობას გიხდით ყველა იმ ემოციისა და სიხარულისთვის, რასაც თითოეულ ქომაგსა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებდით. თქვენ მაშინაც და დღესაც ახალგაზრდა თაობის შთაგონების წყარო იყავით და ხართ.

სწორედ ამიტომ, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ბრძანდებით.

ბატონო საშა, კიდევ ერთხელ გილოცავთ 70 წლის იუბილეს. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და მხნეობას“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს იუბილე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიულოცეს. საიუბილეო ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746292522

საზოგადოება

ზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...

სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი

1746290616

საზოგადოება

ალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ

სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...

ალექსანდრე ჩივაძე

1746288065

საზოგადოება

დედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...

კახა კალაძე

1746286625

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა

საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...

ირაკლი კობახიძე

1746285556

საზოგადოება

ქადაგიშვილი: ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს

„მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გან...

ირაკლი ქადაგიშვილი