ირაკლი კობახიძე: გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ჯარისკაცებს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მთელს შემადგენლობას, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს! გილოცავთ დღევანდელ დღეს - საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავს.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გპირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის.
ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
1746001448
საზოგადოებაგიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პრ...
1746001389
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე
სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი (50%-მდე), საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებუ...
1746001355
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება
თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს 150-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლი დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრს მოედო, - განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვ...
1746000322
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: განსაკუთრებული დღეა - საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზედაც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი
„დღეს განსაკუთრებული დღეა — საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გ...
1745999971
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან
ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტ...