ირაკლი კობახიძე: ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს

პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ იყო ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში ყველა მიმართულებით.
„ეს ეხებოდა, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება და ასეთ დროს საზოგადოებას ჰქონდა ერთგვარად იმედიც კი გადაწურული, რომ ეს მდგომარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო, თუმცა ზუსტად ამ დროს, პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს.
იგივე, რომ ავიღოთ მდგომარეობა, როგორიც იყო მაგალითად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ფიქსირდებოდა სისტემური წამების პრაქტიკა, არაადამიანური მოპყრობა, დღეს ვითარება, ყველამ იცის, რომ არის რადიკალურად განსხვავებული. იგივე ხდებოდა ქუჩაშიც, სადაც, მაგალითად 150-ზე მეტი ადამიანი უბრალოდ ქუჩაში მოკლეს. ხშირ შემთხვევაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ კრიმინალთან, თუმცა მათ იმეტებდნენ ძალიან მარტივად იმიტომ, რომ ეს იყო მაშინდელი რეჟიმის დაკვეთა“, - განაცხადა პრემიერმა.
1745776862
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ
საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდ...
1745773595
საზოგადოებაპრემიერი: ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ საქართვე...
1745773056
საქართველოირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი
„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1745772935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1745772666
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბეწვის ხიდზე გავლა მოგვიწია, საბოლოო ჯამში, გამოწვევები გადავლახეთ და მშვიდობა შევინარჩუნეთ
„გამოწვევები გადავლახეთ, მშვიდობა შეინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველო...