ირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა
„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდგომი ორი გოგონას ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე უცებ ეუბნება, - აჰა ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200-იო ის პასუხობს, - მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე, ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო?“
მისივე თქმით, არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში, თუმცა, აქაურებს აშკარად ეცოტავათ.
„გამოფენის წინ რომ „ნიკორაა“ იქ შევედი რაღაცები უნდა ვიყიდო. დავიძერი სალაროსკენ და უცებ გაივსო იქაურობა, დადგა დიდი რიგი. მიახლოებით 20 ახალგაზრდა ჩემს წინაა, შემოდიან და შემოდიან, ჯიბეებში ან ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, დგანან რიგში, უკვე შეჩვეული ვარ ხოლმე ამათ სახეებს და ნული რეაქცია, ვარ ჩემს ფიქრებში.
ჩემს წინ დგას ორი გოგო, იმდენად ნელა მიდიოდა რიგი, უკვე ავღელდით, დავიწყეთ რატომ არ არის მეორე მოლარე, მხოლოდ ერთი სალარო მუშაობდა, მოკლედ, უკვე გამოვფხიზლდი, უცებ ამ დროს , სმს ხმა მოდის ჩემ წინ მდგომი ორი გოგონას ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე უცებ ეუბნება, - აჰა ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200-იო ის პასუხობს, - მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე ,ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო? მერე უკვე მათი რიგიც მოვიდა, აიღეს ორ ორი სიგარეტი, წყალი და იოგურტი და გავიდნენ. სხვებიც ძირითადში იმავეს ყიდულობდა, თხილეულს, გამომცხვარ ხაჭაპურებს, მერე დავაკვირდი რიგი იმიტომ მიდიოდა ნელა რომ სიგარეტს მოლარე მეორე სალაროდან იღებდა, მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა, საღოლ, თუმცა მათაც გასათეთრებელი აქვთ რა, არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში ხომ იცი. თუმცა აქაურებს აშკარად ეცოტავათ ეგეც ფაქტია“- წერს ირმა ხახუტაიშვილი.
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































