"ივანიშვილის დავალებით მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში "ეფ ეს ბეს" საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა - დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა" - გოგაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:

"საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და როგორ მუშაობს ეს კარგად აწყობილი და დაცული სისტემა.

არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური - სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო ( საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები ) ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო.

ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული ინფორმაცია საქართველოს პორტში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი გემის შემოსვლის ფაქტი მაქვს მხედველობაში.

წლების წინ, დაახლოებით 2017 წელს, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისაგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა დროს ორი ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში.

უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს საქართველოდან მიდიოდა.

სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში.

კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი, მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით (რეზინ ექსჩეინჯი) და იგზავნებოდა ირანში.

ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით.

ტანკერებთან დაკავშირებით მიმოწერა მქონდა გიორგი გახარიასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ ერთად მოვახდინეთ მათი უკან დაბრუნება.

ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში.

როგორ დალაგდა ეს სქემა:

2016 წელს ივანიშვილის დავალებით მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში "ეფ ეს ბეს" საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახლად შექმნილი სამსახურის, ანუ სუსის ხელმძღვანელობასთან გაცნობა.

მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე.

ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით.

ბაზაზე დამხვდა "ეფ ეს ბეს" გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა (ბორტნიკოვი და გომელაური).

შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის.

შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი.

მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით აირზენას მოვამზადებინე თვითმფრინავი - ბოინგ 737 ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა.

ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში, ამ რეისს ვაკონტროლებდი ,,flight radar’’-ის აპლიკაციით.

ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოკავშირე ოფიცრები ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში, მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი.

ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით ორ "ეფ ეს ბეს" გენერალს, სედოვს და ბესედას.

მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში.

მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან.

საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი.

გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის ანდერვილში.

იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი.

საუბრის შინაარსი არ ვიცი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე.

როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე.

დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუსის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს კავშირს", - აცხადებს გოგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ჩეჩნეთის რესპუბლიკის "ელიტური ნაწილები" დასვენების შემდეგ უკრაინაში "სპეცოპერაციის ზონაში" დაბრუნდნენ" - კადიროვი

* ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1785675482

მსოფლიო

Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche...

იულია მენდელმა

1785674690

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამ სა...

ირაკლი კობახიძე

1785670585

ახალი ამბები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის - „შაბათის ფორმულას“ - ჟურნალისტს გემზე TARYN EVE (IMO 9256925) სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წერილობით მიეწოდა სრულყოფი...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

1785669530

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, გარკვეული მექანიზმები დადგენილია იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1785669284

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს

ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც ი...

ირაკლი კობახიძე