კალოიანი ამტკიცებს, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია, ეკრანებიდან არ ჩამოდის და საზოგადოებას წამლავს. მოკლედ, კოშმარია – თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს დაუპირისპირდა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ევროპული საქართველოს“ წევრ ვახტანგ კალოიანს მიმართავს.
როგორც თენგიზ ცერცვაძე წერს, კალოიანი დიდი სიხარულით აღნიშნავს, რომ ქვეყანა აღსასრულის წინაშე დგას.
„ბატონ ვახო კალოიანს ჰგონია, რომ თუ იტყვის დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებს, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს.
ბატონი ვახო კალოიანი საოცარი სიჯიუტით აგრძელებს მტკიცებას, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და თან ამას აკეთებს არა გულისტკივილით, არამედ სიხარულით და ნიშნის მოგებით. მოკლედ, კოშმარია.
ბ-ნი კალოიანის მარგალიტები:
„საქართველოში არ იშოვება "ტოცილიზუმაბი", მისი შოვნის ყველა მცდელობა იკარგება ბიუროკრატიულ ლაბირინთებში, გახადეთ ტოცილიზუმაბი ხელმისაწვდომი, სირცხვილია“???!!!
ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი. ტოცილიზუმაბი უპრობლემოდ იშოვნება. ასე მაგალითად ის შეუზღუდავად მოიპოვება „პსპ“-ს აფთიაქში – ალ. ყაზბეგის N14, ასევე „ავერსის“ აფთიაქში – აღმაშენებლის N148. ამასთან, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ძალისხმევით ტოცილიზუმაბის ფასი პრაქტიკულად განახევრდა.
ტოცილიზუმაბი დიდი ხანია ოფიციალურად შეტანილია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინში და მიუხედავად ძალიან მაღალი ღირებულებისა, მთლიანად ნაზღაურდება სახელმწიფოს მიერ და ყველა COVID კლინიკას შეუძლია ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. ასეთი ფუფუნება მსოფლიოს და ევროპის ბევრ ქვეყანას არა აქვს.
მაგალითად, ჩვენი კლინიკა ერთ წელზე მეტია სისტემატურად იყენებს ტოცილიზუმაბს და არაერთი ავადმყოფი გადაარჩინა. „ჩაფიძის გულის ცენტრმა“ ბოლო ორი თვის მანძილზე ტოცილიზუმაბით უმკურნალო 9 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს, მათგან 8 პაციენტი გადარჩა.
ნიუ ვიჟენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა უმკურნალო 5 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს და მათგან ორი პაციენტი გადარჩა, ხოლოდ ორის მდგომარეობა სტაბილურია და ა.შ.
ბატონი კალოიანი ამ ტყუილით 2 კურდღელს იჭერს.
ერთი – ქმნის იმიტაციას, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდადაა, ხოლო მეორე – ცდილობს ალიბი გაუკეთოს იმ ექიმებს, რომლებიც სწორედ ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრე ექიმების გავლენით დღემდე არ იყენებენ ტოცილიზუმაბს.
ისე, ბატონო ვახო, თქვენ როგორ იღებთ ხმას ტოცილიზუმაბზე, თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? როცა მთელი გასული წლის მანძილზე თქვენ და თქვენი თანამოაზრე ჰეითერები საშინლად გვაბულინგებდით ტოცილიზუმაბის გამოყენების გამო, ბრალს გვდებდით, რომ ექსპერტიმენტებს ვატარებთ ავადმყოფებზე და ა.შ. ახლა სხვანაირად აჭიკჭიკდით?
ასე, რომ სირცხვილი სწორედ თქვენ ბრძანდებით ბატონო ვახო ამდენი ტყუილის და სიძულვილის ენის გამო და რამდენად ჰუმანურია ჩვენი სახელმწიფო, რომ თქვენნაირ ადამიანებს მაინც მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში ამყოფებს, ბევრად უფრო კომფორტულში, ვიდრე იმ ექიმებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად თავს წირავენ COVID ავადმყოფების გადასარჩენად.
ბ-ნი კალოიანი – „მასიური ტესტირება ვერ გვაქვს“. - კიდევ ერთი დიდი ტყუილი.
საქართველოში სადღეისოდ კუმულაციურად შესრულებულია 1 მილიონ მოსახლეზე 1,651,817 COVID ტესტი და ამ მაჩვენებლით ევროპის 49 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე ვართ, ჯუჯა სახელმწიფოების (ფარერები, სან-მარინო და სხვ.) გამოკლებით, ხოლო მათი ჩათვლითაც კი მე-14 ადგილზე – ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაზე წინ. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ.
ბ-ნი კალოიანი ამბობს, რომ „ჰოსპიტალურ სექტორში პროცესი სტანდარტიზებული არ გვაქვს. გვყავს ათობით გარდაცვლილი პაციენტი“.
ვინ მოგახსენათ ბ-ნო ვახო. მაშინ როგორ, რის ხარჯზე გვაქვს ევროპის 32 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი (CFR- 1.41%, ბოლო 7 დღეში CFR სულაც – 0,83%) და ეს ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად (რომელიც თავისთავად სიკვდილიანობას მკვეთრად ამცირებს). ჩვენ COVID კლინიკებში დანერგილი გვაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მკურნალობა და მოვლა ინოვაციური მიდგომების ჩათვლით, რომელსაც თქვენ და თქვენი თანამოაზრეები მთელი გასული წლინახევრის მანძილზე ეწინააღმდეგებოდით.
თქვენ თვითონ რატომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთეთ COVID სიტუაციის გასაუმჯობესებლად? პირიქით – თქვენივე კლინიკაშიც კი არაფერი ან ვერაფერი გააკეთეთ (ამას ვინღა გიშლიდათ?) და ამიტომ გაქვთ სიკვდილიანობის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი – 11%. მაგალითისთვის ჩვენს კლინიკაში ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტების, ვიმეორებ – ჰოსპიტალიზებული და არა ყველა COVID პაციენტის, სიკვდილიანობა მხოლოდ 1.2%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ. ისე, საინტერესოა, რა პასუხი გაქვთ იმაზე, რომ თქვენს კლინიკაში COVID სიკვდილიანობა ასეთი მაღალია?
ბ-ნი კალოიანი – „მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გვაქვს“.
რომელ მედიკამენტებზე ვერ გვაქვს ხელმისაწვდომობა ბატონო ვახო? საქართველო, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, შეზღუდული ეკონომიკური რესურსების და სუსტი ჯანდაცვის მიუხედავად ახერხებს წარმატებით მართოს აქტიური COVID პაციენტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ისე, რომ არავითარი დეფიციტი არც საწოლების, არც მედიკამენტების, არც სუნთქვის აპარატების და არც ჟანგბადის მხრივ არ შექმნილა. გაიხსენეთ, რომ შვედეთი – მსოფლიოს ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იძულებული იყო მოეხდინა პაციენტების პრიორიტიზება (რაც ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა) და ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებოდა პაციენტებს, რომელთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა, ხოლო ლოს-ანჯელესში, ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში COVID ავადმყოფები სასწრაფოებში ატარებდნენ 8-12 საათს (საწოლების დეფიციტის გამო), ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის გამო კი იძულებული იყვნენ ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ COVID ავადმყოფებისთვის, რომელთა ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე ნაკლები იყო. და კიდევ ენა გიბრუნდებათ, რომ ჩვენზე აუგი თქვათ?
ბ-ნი კალოიანი – „COVID ვაქცინაცია მოქალაქეების სურვილის მიუხედავად ვერ გვაქვს“.
საქართველოში COVID ვაქცინაციამ ნამდვილად დაიგვიანა, მაგრამ როცა აწმყო დროში ლაპარაკობთ, ეს ტყუილია, დიდი ტყუილი.
საქართველოში სადღეისოდ შეუზღუდავი რაოდენობით გვაქვს ოთხი სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო ვაქცინა, მათ შორის მოსახლეობის ერთი ნაწილის მიერ დაჟინებით მოთხოვნილი ფაიზერი, ხოლო ვაქცინაციის სერვისის მიწოდების ქსელი თავისუფლად უზრუნველყოფს დღეში 20-25 ათასი ადამიანის ვაქცინაციას.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეისთვის ჩატარებულია 400 ათასზე მეტი ვაქცინაცია და გარდა პირველი დღის ფატალური შემთხვევისა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი წარმატებით მართავდა ყველა გართულებას და გვერდით მოვლენას, რასაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს.
აი ეს არის ბ-ნი ვახო კალოიანის ნამდვილი სახე.
როგორც ჩანს, ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს მაინც კარგად იცის და სწორედ ამიტომ, როდესაც მან თავის მშობლიურ მხარეში, აჭარაში კენჭი იყარა მაჟორიტარად, მიიღო ხმების მხოლოდ 3%. ახლა, ალბათ ამასაც ვერ მიიღებს და ასეთი კაცი ქვეყნის მოძულე ტელევიზიების ეკრანებიდან არ ჩამოდის და საზოგადოებას წამლავს.“- წერს თენგიზ ცერცვაძე.
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































