ხაბეიშვილი: უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს
"მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს ტყვეობაში დატოვოს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ აღნიშნულის გამო იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძე პასუხი მოეთხოვება.
ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა დოკუმენტაცია არსებობს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სჭირდება რეანიმაციაში გადაყვანა.
ამის ნაცვლად, ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ამ ყველაფერს ასრულებს ცხადია, რატი ბრეგაძე, მიზანმიმართულად არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ შემდეგ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს ტყვეობაში დატოვოს მიხეილ სააკაშვილი.
ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაჰყავთ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მე მინდა მას ვუთხრა, რომ უახლოეს პერიოდში მას მოეთხოვება პასუხი. თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ.
გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, მე ამაში დარწმუნებული ვარ", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































