ლევან მაჭავარიანი: ჩვენი რეიტინგის ზრდა არ გაგვკვირვებია, ვინაიდან მოქალაქეებმა დაინახეს, რომ მიუხედავად ამ წნეხისა და ზეწოლისა, „ქართული ოცნების“ პირობებში ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია

ჩვენი რეიტინგის ზრდა არ გაგვკვირვებია, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ მიუხედავად ამ წნეხისა და ზეწოლისა, „ქართული ოცნების“ პირობებში ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გვაქვს, რომელზედაც მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ეს ზრდა გაგრძელდება მინიმუმ 2030 წლამდე და ძალიან დიდი ალბათობით 5 წელიწადში საქართველო გადავა მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რიცხვში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ბატონმა ტრამპმა რაც დაიკავა ოვალური ოფისი, ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, რომ ძალიან ბევრი რაღაც გამომჟღავნდა ისეთი, რაზედაც „ქართული ოცნება“ სამი წლის განმავლობაში საუბრობდა. ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს რაღაცების არ სჯეროდათ, მაგრამ გამომჟღავნდა, რომ თურმე რაზედაც ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რა ნაბიჯებსაც ჩვენ ვდგამდით, როგორი ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკაც გვქონდა, ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად უალტერნატივო.

როდესაც მოქალაქეები აკვირდებოდნენ, თუ რაში იყო საქმე გამჭვირვალობის ქართულ კანონთან, ვინაიდან იმ კანონს უწოდეს რუსული, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს და ატყუებდნენ. ერთ წელზე მეტი გავიდა და მოსახლეობა დარწმუნდა, რომ რა მოლოდინებსაც ისინი გამოთქვამდნენ, არაფერი არ მოხდა. მსგავსი სცენარი განვითარდა ნოემბრის და დეკემბრის აქციებზე, სადაც ასევე დარწმუნდა მოსახლეობა, რომ სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარეს იყო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753725503

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...

ლევან მაჭავარიანი

1753725452

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...

შალვა პაპუაშვილი

1753722544

მსოფლიო

ტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ

ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...

დონალდ ტრამპი

1753720513

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...

ჯეი დი ვენსი

1753718850

საზოგადოება

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...

მარიამ ლაშხი