ლევან მაჭავარიანი: დიალოგის გამართვაზე მზაობას კიდევ ერთხელ ვაცხადებთ. ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა პარლამენტია

ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის კომენტირებისას.

მან დიალოგის გამართვის მზაობაზე ისაუბრა.

„ყველა დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის გამართვაზე მზაობას კიდევ ერთხელ ვაცხადებთ. რადიკალურ ოპოზიციას თუ გულისხმობენ, მათი გათვლებით ისინი ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა, კომისიაში ჩართულიყვნენ, კომიტეტების მუშაობაში და ასე შემდეგ. ეს თავად გარე უფროსებმა დაავალეს, რომ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიეღოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში საუბარია ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე.

„როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ესეც სწორედ მათი დავალებით მოხდა, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, რა სასჯელი მოჰყვებოდა ამას და ეს სასჯელი მხოლოდ საქართველოში არ არის. აბსოლუტურად ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაშია. ხშირ შემთხვევაში გაცილებით მკაცრი, ვიდრე ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს - ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, რის ფონზე ეძახიან მათ პოლიტპატიმრებს ან აქ პოლიტიკური დევნა სად ჩანს, სად იკვეთება?! ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საუბრისას მან ასევე გაიხსენა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებაზე, რომელიც დაკავებულ რადიკალ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა.

17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნუალია, რომ წერილი უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752601426

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მი...

ტრამპი, პუტინი და ზელენსკი

1752600767

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხ...

ცოტნე ანანიძე

1752598993

სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიასთან დამარცხდა

დასასრულს უახლოვდება სომხეთში მიმდინარე საკალათბურთო B დივიზიონის მატჩები ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი დანიასთან გამართა და 74:85 დამარცხდა. ჯგუფიდან მეოთხე...

ახალგაზრდული ნაკრები

1752597165

მსოფლიო

კაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება. ბრიუსელში ევროკავშირის საგა...

კაია კალასი

1752594447

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან...

შალვა პაპუაშვილი