ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

„რადიკალურ ოპოზიციას რა თქმა უნდა ურჩევნია, რომ რაღაცა მოგონილი საბაბებით ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ იმიტომ, რომ იციან რომ მათი რეიტინგი თუ რაღაცას წარმოადგენდა საპარლამენტო არჩევნების დროს და პატარა შედეგს მიაღწიეს, 61 მანდატი ცოტა არ არის ნამდვილად.

იციან, რომ რადიკალურად არის შემცირებული მათი რეიტინგი, ვინაიდან გაუწბილეს იმედები თავიანთ ამომრჩეველს პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმით, კიდევ მეტი დესტრუქცია შემოიტანეს, ღიად საუბრობენ, რომ მათ ამოცანას წარმოადგენს, რადგან ვერ მოახდინეს რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში, ახლა ისინი ზრუნავენ რომ ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. მათი ამომრჩეველი ამას რომ უსმენს, ფიქრობს ვის მივეციო ხმა, რად მინდა ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია.

მადლობა ღმერთს ვვითარდებით და მეოთხე წელია უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს და 2028 რა დაპირებაც გვაქვს, აუცილებლად შევასრულებთ იმას, რომ უმუშევრობა და სიღარიბე იქნება 4%-ზე ნაკლები ამ ქვეყანაში.

ოპოზიციას რა თქმა უნდა ურჩევნია, რომ თავი არ მოიჭრას და რეალური რეიტინგი არ გამოაჩინონ. აბრალებენ, რომ რა აზრი აქვს ამ არჩევნებში მონაწილეობას, წინა არჩევნები გაყალბდაო და ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერ დადო. 400 000 გაყალბებული ხმაო, 100 000 პირადობაო, რუსული სპეცსამსახურების და ირანის სპეცსამსახურების ჩარევაო. ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერ დადო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741792844

საზოგადოება

აჭარის ხელოვნების მუზეუმი იოსებ ჯორბენაძის პერსონალურ გამოფენას „ქუჩის ხელოვნების აკადემიას“ მასპინძლობს

ხელოვანის მიერ გამოფენილ ნამუშევრებში გადმოცემულია ის  განწყობა, რაც ბოლო წლებია ბათუმის ქუჩების სავიზიტო ბარათად იქცა. გამოფენა დამთვალიერებლებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.  ი...

აჭარის ხელოვნების მუზეუმი

1741792675

სპორტი

„ორთაბრძოლებს არ უშინდებოდა, ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა“ - ფრანგული გამოცემების გამოხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად...

ხვიჩა კვარაცხელია:

1741792583

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება. „ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა მოიხსნება...

ზოგადი

1741791084

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვსაუბრობდით, „ნაცმოძრაობა“ ქილიკით გვპასუხობდა, თუმცა ორი კვირის წინ მათ „დიფ სთეითის“ არსებობა აღიარეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ X-ზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარებს, რომ „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს, თუმცა სამი წლის განმავლობაში, სანამ მმართველი პარტია ამაზე საუბრობდა, რადიკალურ...

ლევან მაჭავარიანი

1741790317

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...

სასამართლო