ლევან მაჭავარიანი: მკვეთრად არის შემცირებული ჩვენი საზოგადოების ნდობა არა მხოლოდ ევრობიუროკრატების მიმართ, არამედ სამწუხაროდ, ევროკავშირის მიმართ. ეს ყველაფერი გამოიწვია მათმა არასწორმა საქციელმა

ეს მათთვის არის კონტრპროდუქტიული და ევრობიუროკრატები ამას უნდა ხვდებოდნენ. ვინაიდან „ევრობარომეტრის“, რომ ჩატარდა, მათ ჩაატარეს ხომ ეს კვლევა, იქ ჩანს, რომ მკვეთრად არის შემცირებული ჩვენი საზოგადოების ნდობა არა მხოლოდ ევრობიუროკრატების მიმართ, არამედ სამწუხაროდ ევროკავშირის მიმართ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი გამოიწვია ზუსტად მათმა არასწორმა საქციელმა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკასა და საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებაზე.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების მხრიდან წამოსული დაუმსახურებელი კრიტიკა, საქართველოს მოქალაქეებს უსამართლობის განცდას უჩენს, სწორედ ამას უკავშირდება ევროკავშირის მიმართ შემცირებული ნდობა მოსახლეობის მხრიდან.
„ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას. ისინი, რაღაცას გვაბრალებენ მტკიცებულებების გარეშე, ისინი ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, მათი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი მთლიანად გასულები არიან ვენის კონვენციის ფარგლებიდან, ისინი არღვევენ გაეროს წესდებას და ძალიან უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში და გვკარნახობენ ისეთ რაღაცებს, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის მიუღებელი. უკან, რომ გადავახვიოთ პერიოდი, სადაც უარყოფდნენ მაგრამ მერე რეზოლუციაში თვითონ მოახდინეს ამის ლუსტრირება, რომ ისინი, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა და დაგვენგრია ჩვენი ეკონომიკა და შემდეგ ამბობდნენ, რომ არა ჩვენ ამას „ქართულ ოცნებას“ არ მოუწოდებდითო, შემდეგ რეზოლუციებში ასახეს ეს ყველაფერი. მათი უსამართლოდ მიღებული რეზოლუციები, სადაც ათას სისულელეს წერენ და აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაში მოხსენებული არის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად და დღემდე დაჟინებით მოითხოვენ მის გათავისუფლებას. მე ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, რის გამოც და მათ აი, ასეთი ფოლის შექმნეს, რომ განწყობები არის რადიკალურად შეცვლილი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. შესაბამისად მათი ასეთი ტიპის ნაბიჯები არის მათთვისვე კონტრპროდუქტიული და კონტრპროდუქტიული არის რა თქმა უნდა მათი მართვის ქვეშ მყოფი რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1753725503
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...
1753725452
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს
თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...
1753722544
მსოფლიოტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ
ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...
1753720513
მსოფლიოჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...
1753718850
საზოგადოებამარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...