ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია - ღია ვართ ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას

ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია. - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას.
„ჩვენი გათვლა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ვიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს და ვიცავთ მშვიდობას ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას და არ უნდა იყოს დაფუძნებული აღქმებსა და შანტაჟებზე.
ჩვენ თავს არავის ვესხმით, ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში, ვართ თავმოყვარე ერი და ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაცია რაც ჩვენი მისამართით მოდის, ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა აღქმებზე, არამედ არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენი ეს მიდგომა ვერ შეიცვლება, შესაბამისად გადაკვეთის წერტილი არის ერთი - სამართლიან თამაშის წესებზე ჩამოვყალიბდეთ და არაფერი იყოს უსაფუძვლო. თუ რამე ტიპის პრეტენზია იქნება, ეფუძნებოდეს არგუმენტებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, აკაია კალასი საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს.
1752601426
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მი...
1752600767
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხ...
1752598993
სპორტისაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიასთან დამარცხდა
დასასრულს უახლოვდება სომხეთში მიმდინარე საკალათბურთო B დივიზიონის მატჩები ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი დანიასთან გამართა და 74:85 დამარცხდა. ჯგუფიდან მეოთხე...
1752597165
მსოფლიოკაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება. ბრიუსელში ევროკავშირის საგა...
1752594447
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან...