ლევან მახაშვილი: პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის

პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„რეალურად, ეს [არაფორმალური გავლენები] პრობლემის გამოვლინებაა. როგორც იტყვიან, პრობლემამ თავისი თავი მალა, მაგრამ ვერ დამალა. პრობლემის იგნორირება არ არის გამოსავალი, აუცილებელია ამ პრობლემას ყველამ თვალი გაუსწოროს და სერიოზულად იზრუნოს ამ თემაზე. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ქვეყნებიდან რაც უფრო მალე დაიწყება ზრუნვა, მით უფრო პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებულები იქნებიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
ჩვენთანაც რამდენიმე პრობლემა მწვავედ იდგა დღის წესრიგში და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება იმ კანონმდებლობით შეგვიძლია, რაც შემოვიტანეთ. თუ სხვა ქვეყნებს აქვთ იმის სურვილი, რომ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ, დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ დღის წესრიგში ეს პრობლემა არის. პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1747056857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს
არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღა...
1747056761
საზოგადოებაGEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია
16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პი...
1747055235
ახალი ამბები„თანამედროვე „აზრის პოლიცია“ ებრძვის ნებისმიერ ინფორმაციას თუ პოზიციას, რომელიც ლიბერალურ-გლობალისტურ დღის წესრიგს არ ემთხვევა“ - კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com-ის განცხადება
კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com განცხადებას ავრცელებს. როგორც geo-first.com-ის განცხადებაშია აღნიშნული, აზრის პოლიციის“, ანუ საერთაშორისოდ მოქმედი ე.წ. „ფაქტ-ჩეკერების“ ს...
1747053081
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახი...
1747053017
ახალი ამბებითბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. პროკურატურის...