ლევან მოსეშვილი: ,,ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს ფორლიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

თბილისი-ფორლი-თბილისის რეისის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას ლევან მოსეშვილმა ქართულ ავიაკომპანიას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ზუსტად 2 დღეში საქართველოს დედაქალაქი პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის დედაქალაქს დაუკავშირდება. ჯამურად კი „ჯორჯიან ეარვეისი“ იტალიის 3 ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს.

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ჩვენს ბაზარზე ეტაპობრივად ოპერირება დაიწყეს British Airways-მა, easyJet-მა, შვეიცარიულმა Edelweiss-მა და ფრანგულ-ჰოლანდიურმა Transavia France-მა. ივნისიდან კი მათ რიცხვს Air Serbia შეუერთდება. ასევე, ლიონის მიმართულებით დაიწყება ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ამ ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ კიდევ უფრო გააქტიურება. ორი ახალი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კვირაში 1 სიხშირით, ავიაკომპანია დღეიდან, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის სამედიცინო კურორტ ფორლის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 26 აპრილიდან თბილისი კვირაში ორი სიხშირით რომს დაუკავშირდება. ჯორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე, ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს”, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.

26 აპრილიდან “ჯორჯიან ეარვეისი” რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს. ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745500039

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა

ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. „მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ირ...

რევაზ სოხაძე

1745499531

ახალი ამბები

ანსამბლების გაერთიანებამ „ქართული სიმღერა“, პროექტის - „ქართული სიმღერა საქართველოს” ფარგლებში, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლების გაერთიანებამ „ქართული სიმღერა“, პროექტის - „ქართული სიმღერა საქართველოს” ფარგლებში, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართა. ინფორმაციას კულ...

ანსამბლების გაერთიანება

1745498552

სპორტი

საქართველოს ნაკრები 8 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას კაბო-ვერდეს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯარას სრულად აითვისებს და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 5 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ფარერების ნაკრებს უმასპინძლებდა, ახლა კი...

საქართველოს ნაკრები

1745497730

საზოგადოება

„საქართველო თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს“ - ბანერი მოქალაქეებმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს

ბანერი წარწერით „საქართველო თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამავე ხიდზე ბანერი წარწერით „პოლიციელი გმირია“ გამოფინეს.

 ბანერი  ბანერი

1745497582

საზოგადოება

„არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი!“ - ბანერი მოქალაქეებმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს

ბანერი წარწერით „არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამავე ხიდზე ბანერი წარწერით „პოლიციელი გმირია“ გამოფინეს.

ბანერი ბანერი