ლოცვა ნათლულთათვის, რომელიც ყველა ნათლიამ უნდა წარმოთქვას

ლოცვა ნათლულთათვის
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი

უფალო იესო ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავლე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.

 

ლოცვა ღვთისა დედისადმი
მოსაქცევად გზააბნეულისა ნათლულისა

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ზეცისაო, ღვთისმშობელო ქალწულო! შობითა შენითა იხსენ ნათესავი კაცთაი ეშმაკისა საუკუნო სატანჯველისაგან; რამეთუ გვიშევ ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი.

მოიხილე მოწყალებითა შენითა ამასცა ზედა (სახელი), მოკლებულსა წყალობისაგან ღვთისა და მადლისა, დედობრივითა კადნიერებითა და ლოცვითა შენითა გამოითხოვე ძისა შენისაგან, ქრისტეს ღვთისა ჩუენისაგან, რათა გარდამოავლინოს მადლი თვისი ამას წარწყმედასა მიწევნულსა ზედა.

ჰოი, ყოვლადკურთხეულო! შენ ხარ უსასოთა სასო, სასოწარკვეთილთა ხსნა, დე ნუ იხარებს მტერი სულსა მისსა ზედა!

წყარო:

ასევე საინტერესოა:

🔵 მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

🔵 ნათლისღების ღამეს ზღვაში შთაფლვის საყოველთაო რიტუალი პანდემიის გამო არ ჩატარდება

🔵 უშვილობის ან ბავშვის ავადმყოფობის დროს, ხატს პატარა აკვანს სწირავდნენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია