მაკა ბოჭორიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენთან ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე

1770739838 საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი

ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა აშშ-ის უმაღლეს წარმომადგენლებთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა.

„ერთის მხრივ ფაქტია, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, უნდა მოხდეს გარკვეული სიახლის შეტანა და მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენთან ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უნდა წარვმართოთ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


Live

პირველი არხი

რუსთავი 2

მთავარი არხი


საბერძნეთი

იტალია

სხვა სიახლეები