მაყვალა გონაშვილი: 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს-გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი [ხატი] ეგდო კიბეზე და ფეხებით დადიოდნენ

„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ“, - განაცხადა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.
„ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან, რომ უნდა დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი. ვფიქრობდით, როცა წარმოებაში არის საქმე, ამდენი მაინც ვიცით, რომ არ შეიძლება მაშინ რაიმეს აღსრულება. სანამ წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდნენ და პირველად, როცა ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაში არის წასულიო, პირველად დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. მაგრამ ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ მეთქი. რამე რომ გაეტანათ მერე პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება სანამ გონზე მოვიდოდით. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან. მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. მაჩაბლის პირველიდან თოთხმეტამდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. ხომ შეიძლებოდა ისე გადაებარებინათ ეს ქონება- გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი [ხატი]. არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან. ჩავირბინე და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს“,- განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.
1745923302
საზოგადოებასოზარ სუბარი: ტერმინი „უსამშობლო“ არის ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ არსს ბოლომდე გამოხატავს და შემთხვევითი არ იყო, რომ ასე, მგზნებარედ ებრძოდნენ ისინი თვით სიტყვა სამშობლოსაც კი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი...
1745922958
საზოგადოებანიკა გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია
ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. რეგიონული მდივნების დანიშვნა კი პარტიის გასაძ...
1745921084
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.
1745921015
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენ ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობ...
1745917707
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი მაყვალა გონაშვილს: თქვენი ახსნა - განმარტებებიდან დგინდება ის, რომ სააკაშვილი იყო დასავლეთის და ამერიკის პროექტი და მათ უნდა გამოეყვანათ „ახალი ქართველი“
პარტია „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თ...