ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ავნონ, თუმცა ქვეყანა მაინც მყარად დგას და განვითარებას აგრძელებს.

„ქვეყნის მავნებლები და უსამშობლოები საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციის თანახმად, რომ 2030 წელს მისი გაფართოება მოხდება, ამ დროისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ კანდიდატ ქვეყნებს და მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რაც ბოლო წლებია გვაქვს, 2030 წლის ჩათვლით გაგრძელდება და დიდი ალბათობით, საქართველო მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადავა. შესაბამისად, ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და იდენტობა შევინარჩუნოთ, რასაც ჩვენ, „ქართული ოცნება“ წლებია ვახერხებთ და ყოველთვის ვიქნებით ქვეყანაში ამის გარანტი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745936412

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ

„მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქა...

 ირაკლი კირცხალია

1745933642

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული

ვანო ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა და მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...

ლევან მაჭავარიანი

1745933469

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7516 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1745932912

საზოგადოება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის მტკიცებით, ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში დააკავეს პირი, რომელიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ე.წ. უშიშ...

სამხრეთ ოსეთ

1745931804

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ჩხიკვაძეზე: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი

„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირ...

კირცხალია