„მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე, ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა - ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“ - ელენე ხოშტარია

„ჩვენ აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონები, პლედები, ფოიერვერკები, სნიკერსები, კვერცხები, რომ ვესროლოთ პოლიციას, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ის არის აქციების ორგანიზატორი და პასუხისმგებლობასაც იღებს. ამიტომ, ამით არაფერი იცვლება. კიდევ შეიძენენ, მოიტანენ და იმავეს გააგრძელებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ.

„ძალიან სასაცილოა, ლაზერებს, საღებავებს აღრიცხავენ და მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული პოლიცია, ეს პოლიცია არის ანტიკონსტიტუციური პოლიცია, ეს პოლიცია ემსახურება ივანიშვილს, ეს პოლიცია მიდის ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ. მე თვითონ ვუთხარი, რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერს ამას ჩვენ ვიყენებთ აქციებზე. ლაზერებს ძალიან დიდი ენთუზიაზმით [ეძებენ], მაგას თავი დავანებოთ, შევიძენთ, მოვიტანთ, ზუსტად იგივეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794733725

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...

აშშ -ს პრეზიდენტი

1794727872

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1794727540

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...

 დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1794725695

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...

პოლიციამ განზრახ მკვლელობა

1794723411

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...

პოლიტიკოსი