მეუფე შიო: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა. რადგან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნა ანდრია მოციქული

 როდესაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

„ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად. ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. მან უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნება ქართველთა მცველი უკუნისამდე“, - განმარტა მეუფე შიომ.

დღესვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯილდო გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747055235

ახალი ამბები

„თანამედროვე „აზრის პოლიცია“ ებრძვის ნებისმიერ ინფორმაციას თუ პოზიციას, რომელიც ლიბერალურ-გლობალისტურ დღის წესრიგს არ ემთხვევა“ - კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com-ის განცხადება

კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com განცხადებას ავრცელებს. როგორც geo-first.com-ის განცხადებაშია აღნიშნული, აზრის პოლიციის“, ანუ საერთაშორისოდ მოქმედი ე.წ. „ფაქტ-ჩეკერების“ ს...

geo-first.com-

1747053081

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

 12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახი...

პრეზიდენტი

1747053017

ახალი ამბები

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. პროკურატურის...

შემთხვევები

1747045895

ახალი ამბები

კახეთში კაცი მოკლეს - დაკავებულია 1 პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1747045132

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის - საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის

 დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულა...

შალვა პაპუაშვილი