მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია - ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია - ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.
სამ ათწლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულისტკივილითა და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს.
ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია - 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა!
უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას.
ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება, როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის!
თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა!
დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის!“, - წერს პრეზიდენტი.
1744883426
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალე...
1744881153
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანი...
1744879735
ახალი ამბებილევან მახაშვილი საელჩოებზე: მათი დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ
„მათი [საელჩოების] დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც შს სამინ...
1744878517
ახალი ამბებითბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმართება
თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების შეხვედრა იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორები არიან საქართველოს საგარეო...
1744877661
ახალი ამბებიაჭარაში, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი - ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციი...