მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღზევება - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ამონარიდები მისი ვრცელი წინასწარმეტყველებიდან:

“ვხედავ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. მერწმუნეთ, რუსეთისა და უკრაინის შერიგება შეუძლებელია. ეს დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდება.

რუსეთი ძალიან მძიმე, უმძიმეს პოლიტიკას ატარებს მეზობელ ქვეყნებთან და ყველა ფიქრობს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარება ძალიან ცუდია, ვინაიდან ის ყველა წამყვან სახელმწიფოს იპირისპირებს.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა ნაღმს ჰგავს და ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდეს, ანუ ომის სახე მიიღოს...

ვხედავ შავ ზღვაში მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს. ეს არ არის სამხედრო ძალების დემონსტრირება და რუსები ამას ძალიან კარგად ხვდებიან.

ასევე ხვდებიან იმასაც, რომ საქართველო საბოლოოდ დაკარგეს. დიახ, ასეა, 1921 წელი აღარასდროს განმეორდება ჩემს ქვეყანაში! ჩემი საქართველო მომავალში თავისუფალია და ვხედავ, ღირსეული მამულიშვილები მართავენ ქვეყანას.

არ დაივიწყოთ, ქართველებო, მრავალი წლის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება: მოდიან „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღზევება...

დღეს რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, ამით ყველასა და ყველაფერს ნიღაბი ეხდება.

მალე ნამდვილი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდება, ვინაიდან მოდიან „მეცნიერები“ და მოდის „გიორგი ბრწყინვალე“.

მრავალჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ...“, - ამბობს წინასწარმეტყველი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795351895

ახალი ამბები

ქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში

„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...

ქუთაისის მერია

1795350657

ახალი ამბები

თბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა

თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმ...

თბილისის მერია

1795348594

ახალი ამბები

გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...

გენადი არველაძე

1795345991

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგ...

ირაკლი კირცხალია

1795344967

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“, - ასე გამოეხმაურა საპ...

ირაკლი კირცხალია