მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები: საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს
საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ჰერცოგოვინა.
კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება. საქართველოში „კანონის უზენაესობა“ შეფასდა მსოფლიოს 10 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი, ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), დემოკრატიის კვლევითი პროექტი „დემოკრატიის მავალფეროვნება VDEM (გოტენბერგისა და როტერდამის უნივერსიტეტები), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი - კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ) , მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა და S&P Global.
განმარტებისვის, „კანონის უზენაესობა“- ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პატივისცემა.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება.
გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.
1730964003
მსოფლიოესპანეთის პოლიციამ რეკორდული რაოდენობა - 13 ტონა კოკაინი ამოიღო
ესპანეთის პოლიციამ 13 ტონა კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. პოლიციამ კოკაინის პარტია ბანანის კონტეინერში აღმოაჩინა, რომელიც ეკვადორიდან ესპან...
1730962371
ჰოროსკოპინუმეროლოგი ასახელებს თვის ხელსაყრელი თარიღებს ქორწინებისთვის
ახალგაზრდები ქორწინების თარიღს სხვადასხვა კრიტერიუმით არჩევენ, მაგალითად, სილამაზით, ვთქვათ, შვიდიანები ჭარბობს, ან ოჯახში მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. ასევე ხშირად საეკლესიო კალენდარსაც ითვალის...
1730961964
მსოფლიოაშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი - „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, 34 წლის სარა მაკ-ბრაიდი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მაკ-ბრაიდი ცნობილი ლგ...
1730959027
საზოგადოება2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლა...
1730956339
ახალი ამბებიროდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება. ღამისა და დილის სა...