ყველაფერი ორსულობის პერიოდში ჩასატარებელ საჭირო გამოკვლევებზე - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები
ქალისთვის ორსულობა უამრავ სიახლესთანაა დაკავშირებული. დიდი ბედნიერების მიუხედავად, პერიოდს თან ახლავს შფოთვაც. ბავშვის დაბადებამდე ორსული ქალის მთავარი საზრუნავი საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნება და ნაყოფზე ზრუნვაა. ინფორმაციის ფლობა ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია, რასაც გინეკოლოგი გვაძლევს.
ამ საპასუხისმგებლო მდგომარეობაში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაა. ორსულობის რომელ კვირაში უნდა მიმართოს მომავალმა დედამ ექიმს და რატომაა აუცილებელი მასთან ვიზიტი მაშინაც, თუ არაფერი გვაწუხებს - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა ქეთი ოსიძემ ისაუბრა.
„ამ საუკუნეში ორსულობაზე ქალებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, მეტ ყურადღებასაც აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას. არის ისეთი დრო, როცა რეპროდუქციულ მიმართულებაში უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე აქამდე იყო.
ორსულობა ნამდვილად ძალიან სასიამოვნო პერიოდია, უბრალოდ რაც უფრო მშვიდად ხარ, უკეთესია და ამას განაპირობებს ის, რომ იცოდე რომ ყველაფერი კარგად გაქვს.
რეპროდუქციულ ასაკმა ცოტა ზემოთ აიწია. პირველ რიგში როცა დგება ორსულობა, უნდა გაიარო ექიმთან პირველი ვიზიტი, როცა ნამდვილად დგინდება ნაყოფი არის თუ არა საშვილოსნოს ღრუში, შეფასდეს სამშობიარო ვადა.
კეთდება ძირითადი ანალიზები, რითაც დგინდება, რომ ორსულს დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი არის მეთორმეტე კვირაში, როცა ნაყოფს გენეტიკურ შეფასებას უკეთებენ“, - ამბობს ქეთი ოსიძე.
1730962371
ჰოროსკოპინუმეროლოგი ასახელებს თვის ხელსაყრელი თარიღებს ქორწინებისთვის
ახალგაზრდები ქორწინების თარიღს სხვადასხვა კრიტერიუმით არჩევენ, მაგალითად, სილამაზით, ვთქვათ, შვიდიანები ჭარბობს, ან ოჯახში მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. ასევე ხშირად საეკლესიო კალენდარსაც ითვალის...
1730961964
მსოფლიოაშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი - „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, 34 წლის სარა მაკ-ბრაიდი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მაკ-ბრაიდი ცნობილი ლგ...
1730959027
საზოგადოება2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლა...
1730956339
ახალი ამბებიროდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება. ღამისა და დილის სა...
1730924295
ჰოროსკოპი7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რთული და მოვლენებით სავსე დღე გელით. რომ არ გადაიღალოთ უფრო ხშირად უნდა დაისვენოთ და ყურადღება სასია...