მსოფლიო შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს
Tropical Race 4 (TR4) ნიადაგის სოკოს დაავადება, რომელიც ყველაზე გაყიდვად Cavendish-ის ჯიშის ბანანს სრული განადგურებით ემუქრება, უკვე ვენესუელაშიც გამოჩნდა. ამის შესახებ გავლენიანი პორტალი Americanfruit და ადგილობრივი მედია იუწყება. მართალია, ვენესუელას ხელისუფლებას ეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს, რომ ბანანის პლანტაციებზე სავალალო მდგომარეობაა.
East-fruit-ის ინფორმაციით, ვენესუელაში TR4 შტამის გაჩენით ბანანის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნის, ეკვადორის ირგვლივ წრე შეიკრა. ვენესუელამდე TR4 ჯერ კოლუმბიასა და ჰონდურასში გაჩნდა, სადაც ბანანის პლანტაციები დაიკეტა კიდეც, მიმდინარე თვეში კი სოკოს ამ დაავადების არსებობა ეკვადორის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პერუში დაადასტურეს. თავად ეკვადორში ნიადაგის სოკოს დაავადების კერების გაჩენაზე ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 6,5 მლნ ტონა ბანანის ექსპორტს ეწევა
.ეკვადორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბანანის უმსხვილესი მიმწოდებელია. პანდემიის გამო 2020 წელს ეკვადორის ეკონომიკა 8%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას წინ უსწრებდა 2019 წლის სოციალური გამოსვლები, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყნის დედაქალაქი სხვაგან გადაეტანა. ამას თან დაერთო შარშან, სექტემბერში მომხდარი, შემდეგ კი გასულ თვეში გამეორებული სანგაის ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც ეკვადორული ბანანის ხარისხსა და მის ექსპორტს სერიოზული დარტყმა მიაყენა. სწორედ ამიტომ ბანანი, შარშანდელ ფასებთან შედარებით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირებულია
TR4 სოკოს აგრესიული დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება. მისი მოსპობის საშუალებები ჯერ არ არსებობს და მას ვერც შხამ-ქიმიკატები ვერ ერევა. აღსანიშნავია, რომ ხილის ხელახლა მოსაყვანად დაავადებული ფართობის გამოყენება 30-40 წლის განმავლობაში არ შეიძლება. ექსპერტების შეფასებით, Tropical Race 4 ნიადაგის სოკოს გავრცელებამ შესაძლოა, გენმოდიფიცირებული ბანანის დაჩქარებულად გამოყვანა და დანერგვა აუცილებელი გახადოს, რადგან პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვების გარეშე დარჩება. ბანანი მცირე და ულტრამცირე მოხმარების ქვეყნებშიც კი ყველაზე გაყიდვადი ხილია. ბანანის მოშენება ტრადიციული სელექციით არ ხდება, რადგან ის ტრიპლოიდურ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება და თესლს არ იძლევა, გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის შემუშავებას კი დრო სჭირდება. თუმცა აპრილის დასაწყისში გერმანული გაზეთი Die Welt წერდა, რომ ავსტრალიელმა ბიოტექნოლოგმა ჯეიმს დეილმა Cavendish-ის ბანანის გენმოდიფიცირებული სახეობა შექმნა, რომელიც TR4 სოკოზე არ რეაგირებს და დაავადების საფრთხე არ ემუქრება.
Tropical Race 4 თავიდან აზიაში, შემდეგ კი ავსტრალიაში გავრცელდა. 2016 წელს აფრიკასა და პაკისტანში გაჩნდა, ხოლო 2019 წლიდან უკვე სამხრეთ ამერიკაშია. ამის ყველას ეშინოდა, რადგან სამხრეთ ამერიკა მსოფლიო ვაჭრობისთვის ბანანის მოსავლის მთავარი რეგიონია.
აღსანიშნავია, რომ 1960-იან წლებში მსოფლიო ბაზარი Gros Michel-ის ჯიშის ბანანს ეკავა, რომელიც Cavendish-ის ჯიშს გაცილებით სჯობდა. ის უფრო დიდი, ტკბილი და არომატული იყო. თუმცა შემდგომში Gros Michel-ბანანი TR1 სოკომ მოსპო, რომელიც TR4 სოკოს დაავადების ახლო ნათესავია. დღეისთვის Gros Michel-ის ჯიშის ბანანი თითქმის აღარ არსებობს.
Cavendish-ის ბანანზე მსოფლიო გაყიდვების 95% მოდის. აზიის, აფრიკისა და ამერიკის ეკვატორული ქვეყნებიდან ექსპორტზე ბანანის მსოფლიო მოსავლის 15% გადის. ბანანის მსოფლიო მოსავალი ყოველწლიურად, დაახლოებით, 114 მლნ ტონაა. მსოფლიო ვაჭრობაში ბანანის წილი 30 მილიარდზე მეტ ევროდ არის შეფასებული.
1795337054
ახალი ამბებითბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საბურავები და ტრაქტორის ნაწილების დამწვარი.
1795334972
ახალი ამბებიგუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ კაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე
ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ო...
1795332502
მსოფლიო„ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის სამიტზე პუტინსა და სი ძინპინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ჩემი მეგობარი“ (My Friend) და „მეგობრები“ (Friends). აღნიშნული...
1795331931
ახალი ამბებითბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ...
1795329365
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდ...































