მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ელენე ქებაძე წულუკიანის უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, სამბისტი ელენე ქებაძე. სპორტსმენი ფეისბუკგვერდზე წერს, რომ სამინისტრომ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული მილოცვა უკან წაიღო და პოსტი წაშალა.

„სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია.

კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუკზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.
არაუშავს, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!“, – წერს ელენე ქებაძე.

საკითხზე „ფორტუნა“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განმარტებით, მილოცვა კულტურის სამინისტროს გვერდზე არავის წაუშლია.

„სამინისტროს გვერდზე კვლავაც განთავსებულია მისალოცი პოსტი და ამგვარი განცხადების გაკეთებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ ინფორმაცია“. – ნათქვამია კულტურის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში.

ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი სამბისტი +80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანის დამარცხება მოახერხა.

28 წლის სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება პირველად 2018 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეძლო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ელენე ქებაძეს ახალგაზრდული ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ზელენსკიმ საქართველოს მიმართა სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში

🔵 "არც ეს გრიპი მიმაჩნია არაფრად. მე ახლაც სხვა რამ მაღელვებს ქიმიური, ბაქტეოროლოგიური ომი... და შენ წარმოიდგინე, სეზონური გრიპებიც" - კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745144824

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...

მთავრობა

1745144612

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

 თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...

კახი კალაძე

1745143727

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...

ინგლისი

1745141357

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

 გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...

ლევან მგალობლიშვილი

1745136802

საზოგადოება

თბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...

აა