"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა - ნახეთ რას ამბობს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა, ინფორმაციას არხის მენეჯმენტი ავრცელებს. არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.

"მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა, სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს. გადასახადებს ვიხდით და არანაირი დარღვევა არ გვაქვს", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ამგვარი ქმედებებით, ძალიან მალე სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი საქართველოში აღარ იარსებებს.

"ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე თავის დროზე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიასაშუალება, დაფინანსება და ა.შ. მან გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და შემდეგ პროკურატურას. რა ვიცი, რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე. მერე მაინტერესებს, როგორ უნდა მიმართონ თავის ამომრჩეველს ქართველმა პოლიტიკოსებმა? ვინ უნდა აკრიტიკოს "ქართული ოცნება" და ვინ უნდა მოახდინოს ჩვენი დასავლური მიმართულების "ფრომოუშენი"? რა უნდა გააკეთოს ტელეკომპანია "იმედმა" და "რუსთავი 2-მა"? ეს ხომ სასაცილოა. ამ ქვეყანაში, ყველა მეთოდით ამთავრებენ მედიას არჩევნებამდე ორი თვით ადრე", - აცხადებს ნიკა გვარამია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794738083

ახალი ამბები

ლანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...

ავტომანქანას დაეჯახა

1794736175

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...

მაკა ბოჭორიშვილ

1794734788

ახალი ამბები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...

მარნეულის მუნიციპალიტეტი

1794733725

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...

აშშ -ს პრეზიდენტი

1794727872

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი