„ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ“ - ბიძინა გიორგობიანი
„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან, ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რითაც რესტორან „ბაბილოში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რადიკალების ხელწერა უცვლელია და ისინი მუდმივად ცდილობენ შემოიტანონ ქაოსი და არეულობა.
„გარედან მართულია ეს პროცესი, გარედან მართულები არიან ეს პარტიები, რომლებიც განგრძობით დანაშაულის სჩადიან ქვეყნის წინაშე. მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, 2004-2012 წლებში, მაშინ სხვა მეთოდებით სჩადიოდნენ ამ დანაშაულს და რაც ოპოზიციაში არიან - სხვა მეთოდებით. განსხვავება რაშია? განსხვავება იმაშია, რომ როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ესროლათ პარლამენტისთვის, პირველი პარლამენტისთვის - გვესროლეს. პეჩორის დივიზიის ხალხი ჩამოიყვანეს, მფრინავი ღამურები, ტანკები, ზემოდან მფრინავებიც გვესროდნენ, ჩამოაგდეს ბენზინით სავსე ხუთტონიანი ცისტერნა და ა.შ. ეს იყო ომი. გადამწვარი იყო მთელი თბილისი. მათ ამის საშუალება ახლა არ აქვთ, მაგრამ სიმბოლურად პიროტექნიკას მაინც ისვრიან, რომ დაწვან ის რამენაირად. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხი, „ნაციონალური მოძრაობა“ იმათი შთამომავლები იყვნენ, ვინც თბილისში გააკეთა სამხედრო გადატრიალება. „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან და ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ.
გამოსავალი ის, რომ ხელისუფლებამ მათ რამე დაუთმოს, ისინი დათმობად კი არ აღიქვამენ ამას, ისინი მიყიდიან თავის ნერვული პარალიზებად მოწამლულ ამომრჩევლებს, რომლებიც ჰყავთ სამწუხაროდ, მიყიდიან რომ ჩვენ დავაჩოქეთ ხელისუფლება და ეს დავათმობინეთ“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლება სწორ პოზიციაზეა და რადიკალებისგან განსხვავებით ქვებს არ ისვრის.
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































