"ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ" - საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას "მედიის ადვოკატირების კოალიცია" ავრცელებს.

"საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის” გუნდს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.

კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს.

ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები (განახლებადი სია):

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მედიაომბუდსმენი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • Საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
  • მწვანე ალტერნატივა
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს პენცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • Საზოგადოება და ბანკები
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ევროპის ფონდი
  • ცენტრი “ემპათია”
  • მწვანე სექტორი
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი
  • სირცხვილია • Shame Movement",- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* მეუფე შიო: ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან

* კობახიძე: „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და უცხოელი ლობისტები ისტერიულ, სიცრუეზე დაფუძნებულ კამპანიას აწარმოებდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792783053

საზოგადოება

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე

„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...

ევროპარლამენტარები

1792781543

სპორტი

საბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...

საბა მარკელია

1792779921

ახალი ამბები

ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...

ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები

1792777866

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრ...

ირაკლი კობახიძე

1792775479

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატ...

მაკა ბოჭორიშვილი