ნინო ლომჯარია: ვფიქრობ, სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას, ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე სასამართლოში "სასამართლო მეგობრის" მოსაზრება გავაგზავნოთ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის დასკვნაში ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც, მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში სულ მცირე, სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს.
„პარალელურ რეჟიმში, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა „სასამართლო მეგობრის მოსაზრების“ მომზადებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური კვლევა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების პრაქტიკის თაობაზე, ასევე საკანონმდებლო ანალიზიც.
ამ კვლევის გამოქვეყნებას ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია, თუმცა სამწუხაროდ, ჩემ ვადაში ეს ვერ მოესწრება, მაგრამ ამ კვლევის მიგნებებს გამოვიყენებთ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. რაც ალბათ ყველაზე მთავარია, კონსილიუმის დასკვნა ცალსახაა ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე.
შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში სულ მცირე, ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან გადავადებას. ეს იყო სამედიცინო შეფასება, ექსპერტთა შეფასება პაციენტის მდგომარეობის თაობაზე, თუ გადავიყვანთ სამართლებრივ ჭრილში, მე ეს დასკვნა მეუბნება, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლი ამბობს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გადავადება შეიძლება, მოხდეს, თუ მისი დაავადება არის მძიმე, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამიტომ კიდევ ერთხელ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადგან ფასდება მძიმედ, ვფიქრობ, სულ მცირე სასჯელის მოხდისგან გადავადებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს.
თუმცა, ვინაიდან ჩემმა კონსილიუმმა ვერ შეძლო მისი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, რადგან ჩვენ არ გვყავს უფრო მეტი სპეციალობის ექსპერტები და რა თქმა უნდა, სრულყოფილი კვლევა არ გვიწარმოებია, რაც შეუძლებელიც იყო, შესაძლოა, იყოს კიდევ სხვა გარემოებებიც, მხარე ამას წარმოადგენს, შესაძლებელია, მხარის მიერ შედგენილი ექსპერტიზით საერთოდ გათავისუფლების საფუძველსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ, ჩემი ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე რის თქმას ვაპირებ.
ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე, „სასამართლო მეგობრის მოსაზრება“ გავაგზავნოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "რაღაც ასე მგონია, რომ მიშას გააგორებენ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























