„ოთხი დის საფიცარო, როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს და დედაშენს“ - ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სოფელ აცანაში  მცხოვრები ახალგაზრდა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება საჭეს გია ბოლქვაძე მართავდა, რომელიც სამწუხაროდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა.

გია ბოლქვაძემ  ერთი თვის წინ დაქორწინდა. ახალგაზრდა კაცის დაღუპვის გამო სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური სტატუსი ვრცელდება.

„სიტყვები არ მაქვს ამ ტრაგედიის გადმოსაცემად….

ჩვენი კუთხის და სოფლის ალალ-მართალო, კეთილო, უღალატო და მოსიყვარულე ობოლო ბიჭო…

ეს რა უბედურება დაგვატეხე თავს, ოთხი დის საფიცარო ძმაო?!

როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?!

ბიჭოოო, დედაშენს რა ვუთხრათ…

შენი გამზრდელი კუთხე, სამეგობრო და სამეზობლო ამ უბედურებამ გააოგნა…

ეს რა ქენი, შვილო”… წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კესო მახარაძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 სირიაში, ნანგრევების ქვეშ დაბადებული ბავშვის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა

🔵 რა გელოდებათ დღეს? - 10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი

1795358403

ახალი ამბები

გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს

„თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრა...

გიორგი კალანდია

1795355338

ახალი ამბები

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...

პოლიცია პოლიცია

1795353692

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...

კირცხალია

1795351895

ახალი ამბები

ქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში

„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...

ქუთაისის მერია