პრემიერ-მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებული ელჩების დელეგაციას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და სატრანზიტო როლი, ასევე − რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გლობალური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე როგორც კონფლიქტების მოგვარების, ისე საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ და გაეროსთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1745418648
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების მცდელობაც ექნებათ, თუმცა რამდენად შეძლებენ, ეს არის საკითხავი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხს მედიასთან ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ვიზალიბერალიზაცია სადამსჯელო ღონისძიებად გამოიყენება, ისევე როგორც კა...
1745417742
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და განავითარებს ქვეყნისთვის საკვანძო მიმართულებებს
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, აშშ-ში ოფიცია...
1745416495
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთოს გენერალურ მდივან, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთოს აქტიუ...
1745414588
სპორტიპირველად დასავლეთ საქართველოში - მასშტაბური ღონისძიება პროფესიონალურ კრივში
პროფესიონალური კრივის მოყვარულებს, ქუთაისში საინტერესო სანახაობა ელით. პირველად დასავლეთ საქართველოში, 27 აპრილს, პროფესიონალურ კრივში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. World Boxing Promotion-ის ორ...
1745414585
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7496 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7500 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...