გიორგი მამარდაშვილი ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მეკარეებს შორის დაასახელეს

გამოცემა Nogomania-მ ტოპ 5 ლიგის ახალგაზრდა მეკარეები დაასახელა, რომლებიც უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში მაღალ დონეზე ითამაშებენ. სიაში მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია.
„აღმოაჩინეთ ევროპის ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე, რომლებიც ფეხბურთში ახალ ეპოქას შექმნიან. შეხვდით ახალ ტალანტებს, რომლებიც მომავალ წლებში კონტინენტზე წამყვან როლებში იქნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული გამოცემების ყურადღბას ძირითადად შემტევი ტალანტები იპყრობენ, ახალი თაობის მეკარეები ჩუმად ემზადებიან ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში ამ ათი პერსპექტიული ვარსკვლავის დომინირებაა მოსალოდნელი“, – წერს nogomania.
გამოცემა გიორგი მამარდაშვილს ასე ახასიათებს: „საქართელოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025-26 წლების სეზონის წინ „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. „წითლებმა“ 24 წლის ფეხბურთელი „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატეს. მამარდაშვილი „ენფილდზე“ გადასვლამდე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ რჩება.
ევრო 2024-ზე მისი გამორჩეული თამაში საქართველოს ნაკრებს 1/8-ფინალში გასვლაში დაეხმარა და განამტკიცა მისი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარის რეპუტაცია“.
ევროპის ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე
1. გევინ ბაზუნუ (ირლანდია, 23 წლის, „საუთჰემპტონი“, ამჟამად იჯარით ლიეჟის „სტანდარდშია“);
2. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 24 წლის, „ვალენსია“);
3. ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები, 22 წლის, „ბრაიტონი“);
4. მაარტენ ვანდევორდი (ბელგია, 23 წლის, „ლაიპციგი“);
5. ლუკას შევალიე (საფრანგეთი, 23 წლის, „ლილი“);
6. იონას ურბიგი (გერმანია, 21 წლის, „ბაიერნი“);
7. ჟოან გარსია (ესპანეთი, 24 წლის, „ესპანიოლი“);
8. სიონ სუზუკი (იაპონია, 22 წლის, „პარმა“);
9. გიომ რესტი (საფრანგეთი, 20 წლის, „ტულუზი“);
10. ანტონინ კინსკი (ჩეხეთი, 22 წლის, „ტოტენჰემი“).
1745328332
ახალი ამბებიიტალიაში რომის პაპის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
იტალიის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ...
1745326921
ახალი ამბებისაბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა. მთავრობის თავმ...
1745325552
ახალი ამბები2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 102.1%-ით, ხოლო გადასახადები 102.3%-ით შესრულდა
საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით. 2...
1745324322
მსოფლიოზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...
1745323649
ახალი ამბებიცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20ევ...