პრემიერი: არ შეიძლება დავუშვათ ამ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება, შეიძლება იყოს ქართველი ხალხი და არავინ სხვა
ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ კონკრეტული დაფინანსების წყაროები გამოიყენებოდა ქვეყანაში ვითარების ასარევად და აქ საუბარია, ძირითადად, არსებითად NGO-ების დაფინანსებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაადასტურა.
„მანამდე გახსოვთ ოპოზიციის გზავნილები, როცა ჩვენ განვიხილავდით, ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, როგორ შეიძლებოდა რაიმე ნეგატიური გვეფიქრა დასავლურ დაფინანსებაზე, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დაფინანსება. პირდაპირ, ცხადად, შესაბამისმა სახელმწიფომ თავად განაცხადა ის, რომ მათი გადასახადის გადამხდელის ფული გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ეს იყო საქართველოც, ვითარების ასარევად. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ რეგულაციების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ამაზე მუშაობს, ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი. მართალია, USAID-ის და NED-ის მიმართულებით არის არსებითი ცვლილებები, მაგრამ ბუნებრივია, მარტივად შეუძლია deep state-ს გადაალაგოს დაფინანსების წყაროები და დაფინანსების მექანიზმები. თქვენ ხედავთ, რომ როდესაც საუბარია ომის გახანგრძლივებაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა უარი ომის გახანგრძლივების დაფინანსებაზე, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ ევროპის ხელით გადაალაგონ ომის დაფინანსების გახანგრძლივება. იგივე ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ, როდესაც საქმე ეხება საქართველოში NGO-ების დაფინანსებას, რევოლუციური ინტერესების დაფინანსებას, აქაც ვხედავთ გარკვეული გადალაგების მცდელობას. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ, ბუნებრივია, გამჭვირვალობის შესახებ კანონი. მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა დონორ ორგანიზაციას, USAID, NED, თუ რაიმე სხვა, მათ შორის EED. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, ევროპული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც მოიაზრება, როგორც NED-ის ერთგვარი ევროპული ასლი, ევროპის დემოკრატიის ფონდი, ე.წ. დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში პირდაპირ აფინანსებდა და დღემდე აფინანსებს რევოლუციურ პროცესებს, პირდაპირ აფინანსებდა რადიკალურ პარტიებსაც კი, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ზოგადად, სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონი უნდა დაუპირისპირდეს დაფინანსების ნებისმიერ წყაროს, იქნება ეს ამერიკული, ევროპული, თუ ნებისმიერი სხვა წყარო. ჩვენ არ შეიძლება, დავუშვათ ამ ქვეყანაში ჯერ პოლიტიკის გარედან დაფინანსება და მით უმეტეს რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შეიძლება იყოს ერთადერთი სუბიექტი, ეს არის ქართველი ხალხი და არავინ სხვა. არავინ არ შეიძლება გარე დაფინანსების საფუძველზე სცადოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების რაიმე ფორმით შეცვლა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1795327460
ახალი ამბებისაქართველოში დღეს გლოვის დღეა
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით,...
1795293430
საზოგადოებაგლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფე...
1795293173
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება
ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა პარტია „თავისუფ...
1795292051
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე
ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის თქმით, „ნაცმოძრაობის...
1795290831
საზოგადოებარუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში...



























