ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია „იმედინიუსს“ ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. ყოფილი პარლამენტარი სიმსივნეს ებრძოდა.

ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში - „ნატვრის ხე“, „ამაღლება“; „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვა. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა – „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“ , „მაიტა ნასოსი“.

სოსო ჯაჭვლიანი იყო საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1709017580

ახალი ამბები

სტამბოლში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს მოქალაქეს -  35 წლის ლევან დრეიძეს ეძებენ. ნათესავი ამბობს, რომ მასთან კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონიათ. ლევან დრეიძის ბიძაშვილის თქმით, კაცი სამი თვეა, რაც თურქეთში, სტამბოლშია წასუ...

ზოგადი

1709016787

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება, ამიტომ გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის გადადოთ. სხვა შემთხვევაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლებებს წააწყდებით და საქმეს...

ჰოროსკოპი

1708988263

სპორტი

ნიკო კონჯარია ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია

ქართველი კარატისტი ნიკო კონჯარია ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია.  არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა „კარატე 1, ახალგაზრდულ ლიგას“ უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა კარატისტმა ნიკო კონჯ...

Karate

1708966394

სპორტი

ისტორიული შედეგი-საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებ...

Tkvia

1708964162

ახალი ამბები

34 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა - მას ფოთი - თბილისის მატარებელი დაეჯახა

გორის შემოსასვლელთან, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი კაცს დაეჯახა, რომელიც რკინიგზაზე გადადიოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 34 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით ნახევ...

საბერძნეთი