ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მულტიფუნქციური ცენტრის პირველი გამოშვების 10-მა კურსდამთავრებულმა სტაჟირება წარმატებით გაიარა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების პირველი 3 თვიანი სასწავლო კურსი 16-მა მსმენელმა გაიარა. კურსის ბოლოს, ტესტირების საფუძველზე გამოვლენილმა პირველი გამოშვების 10-მა წარმატებულმა სტუდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე,  სტაჟირება გაიარა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ გადასცეს.
,,იმერეთის რეგიონში საავიაციო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი პირველი გადამზადების კურსი 16-მა ქუთაისელმა ახალგაზრდამ გაიარა. კურსის ბოლოს, ტესტირების საფუძველზე გამოვლენილმა 10-მა წარმატებულმა სტუდენტმა  სტაჟირებაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სხვადასხვა სამსახურებში გაიარეს. ჩვენი მიზანია, რეგიონში არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის კუთხით ვითანამშრომლოთ  და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. სამომავლოდ კი წარმატებული კურსდამთავრებულები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დავასაქმოთ,-‘’განაცხადა გაგა სანიკიძემ.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც აგრძელებს და ავითარებს ქალაქის საგანმანათლებლო ტრადიციებს. მისი მთავარი მიზანი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებების განვითარებაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742315396

ახალი ამბები

ლევან ბეჟაშვილი: ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით,...

ლევან ვარშალომიძე

1742314319

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული რენტგენო ინსპექტირების სისტემების თითქოს მწყობრიდან გამ...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

1742313197

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება ვლადიმირ პუტინს - სატელეფონო საუბარი კარგად მიმდინარეობს

პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, - განაცხადა თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, დენ სკავინომ. „სატელეფონო საუბარი კარგად მიმდ...

მსოფლიო

1742311228

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: ევროპული ჯარები უკრაინაში? სარისკო და არაეფექტური ვარიანტია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიური ჯარების უკრაინაში გაგზავნა დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. „ისევე როგორც მიგვაჩნია,...

ჯორჯია მელონი

1742310409

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც LGBTQ+ პრაიდს კრძალავს - Associated Press

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებებს კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გამოიყენოს სახის ამოცნობის პროგრამა მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. ამის შესახებ სააგენტ...

LGBTQ