რაჭაში სკოლის მოსწავლემ თანატოლი სანადირო თოფით მოკლა - რა მოხდა თლუღის ტყეში?
შემზარავი ამბავი რაჭაში - 15 წლის სკოლის მოსწავლემ, ერთი წლით უმცროსი მეზობელი, მამის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფით ტყეში მოკლა. ოჯახი ბურუსით მოცული მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვს.
შემთხვევა 26 მარტს, შაბათს, ქვემო თლუღის ტყეში მოხდა, 14 წლის ბიჭს, ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი.
პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს, რადგან საგამძიებო უწყება თვლის, რომ ეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა იყო. 15 წლის მოზარდი, მოკლულის დასაფლავების დღეს გამოუშვეს ციხიდან, საქმეზე კი მისი მამა დააკავეს. ზრდასრულ კაცს, იარაღის შენახვის წესის დარღვევის გამო დააკავა.
რას შეეწირა სკოლის მოსწავლე და როგორ განხორციელდა სასიკვდილო გასროლა სანადირო თოფიდან ამ კითხვებზე ოჯახის მტკიცებით მათთვის საგამძიებო უწყებას პასუხი არ გაუცია. მოკლული ბავშვის მშობლებს აქვთ ვერსია რომ მათი შვილი თანასოფლელმა არასრუწლოვანმა ან განზრახ მოკლა ან ტყეში მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც გასროლით დასრულდა.
ირკვევა ისიც, რომ მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, იარაღი სახლში წამოიღეს და სავარაუდოდ გაწმინდეს. მოკლულის დედა ამბობს, რომ მკვლელობისთვის დაკავებულის მამამ სანადირო თოფითადან მეორე ტყვია გადაადგო. მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობს. ბავშვის დედა აცხადებს რომ მისი შვილის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
წყარო: TV პირველი
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...
1792823174
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...






























