„რაც ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - ანდრია ჯაღმაიძე

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. კადრებმა სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოიპოვა, რასაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა. 

„რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას.

ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.

დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესეც ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად“ გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.

დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.

ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.

სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794748751

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ

მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე, როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენს...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794744258

ახალი ამბები

გია ვოლსკი – „ეკონომიკური ზრდის ანალიზი არა მარტო იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა“

რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოი...

გიორგი ვოლსკ

1794743907

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირის კვლევებითაც კი მოლდოვას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, გამოაქვეყნებენ დადებით შედეგებს, შემდეგ დასკვნაში წერენ საპირისპიროს, რაც ორმაგი სტანდარტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით დადებით შეფასებას ასახავს თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევები, თუმცა საპირისპიროა მოცემული ევროკა...

თენგიზ შარმანაშვილი

1794740197

ახალი ამბები

შიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა. დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნ...

შიო მესამე:

1794738083

ახალი ამბები

ლანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...

ავტომანქანას დაეჯახა