„რომ გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანი, საჭიროა, მოვიხვეჭოთ სიმდაბლე, რადგან მხოლოდ სიმდაბლე ხსნის ჩვენში სიყვარულს“ - მეუფე შიო
„ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ქრისტესადმი სიყვარული და ძალა სიმდაბლის ღვაწლისთვის. იქნება სიმდაბლე - იქნება სიყვარულიც და იქნება სიხარული დედამიწაზე“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში, პეტრე-პავლობასთან დაკავშირებით იქადაგა.
მან მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხსენებას. ეს დიდებული მოციქულები და მათთან ერთად მთელი მოციქულთა დასი მოგვმართავენ მოწოდებით, რომელსაც შეძლებისდაგვარად უნდა ვუპასუხოთ. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მოწოდება. ეს არის თვით უფალ იესო ქრისტეს მოწოდება, რომლის სიტყვებსაც მოციქული მარკოზ მახარებელი ასე გადმოსცემს: „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა დაბადებულს“ (მკ. 16, 15), ხოლო მათე მახარებელს უფალ იესო ქრისტეს ასეთი სიტყვები მოჰყავს: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე (მთ. 10, 32). რას ნიშნავს, აღიარებდე ქრისტეს? ეს ნიშნავს იქადაგო ქრისტე და იქადაგო მისი სახარება.
და რას ნიშნავს სახარების ქადაგება? ქრისტეს სახარება ეს არის სახარება სიყვარულზე, რომელიც ღმერთია და რომელიც ყოველ ჩვენგანშია, მაგრამ ეს სიყვარული უნდა გაიხსნას ჩვენში და მაშინ გაიხსნება ჩვენში საღვთო საწყისი. სწორედ ესაა ქრისტიანული ცხოვრების აზრიც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს... მქონდეს ისეთი რწმენა, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგია“ (1 კორ. 13, 2-3). მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენში გაიხსნას ეს სიყვარული, საჭიროა ღვაწლი, რადგან სიყვარული არის ისეთი ნიჭი, რომელიც ღვაწლის შედეგად მიიღწევა, ძვირფასო ძმებო და დებო; ხოლო ის ღვაწლი, რომელიც ხსნის ჩვენში სიყვარულს, არის სიმდაბლის ღვაწლი!
სადაც არის სიმდაბლე, იქ არის სიყვარული! სადაც სიმდაბლე არ არის, იქ არ არის სიყვარული, იქ არც სახარებაა, იქ არ არის ქრისტიანობა. მაშასადამე, იმისთვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანი, საჭიროა, მოვიხვეჭოთ სიმდაბლე. რადგან მხოლოდ სიმდაბლე ხსნის ჩვენში სიყვარულს, რომელიც არის მსახურება ღვთისა, მსახურება ადამიანისა და მსახურება ქრისტესი მისი მცნებების დაცვით. დღეს ჩვენ ვკითხოთ ჩვენს თავზე: საკმარისად გვაქვს ეს სიყვარული? სამწუხაროდ, არა. რატომ? იმიტომ, რომ არ გვაქვს სიმდაბლის სათნოება, რადგან სიმდაბლის გვეშინია, გავურბივართ და ძალიან ძნელი გვგონია. მაგრამ, სინამდვილეში, ის არ არის ძნელი, როგორც ამბობს უფალი, რომ: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მთ. 11, 30). ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობს საბაბს სიმდაბლისთვის, ვიქნებით ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სამსახურში... რითიც არ უნდა ვიყოთ დაკავებული, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ის საქმე უამრავ საბაბს იძლევა სიმდაბლისთვის. მეტიც, მხოლოდ მაშინ არის ის საქმე წარმატებული, როცა მას თან ახლავს სიმდაბლე და იხსნება ჩვენში სიყვარული.
ამიტომ ყოველთვის ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ქრისტესადმი სიყვარული და ძალა სიმდაბლის ღვაწლისთვის. იქნება სიმდაბლე - იქნება სიყვარულიც და იქნება სიხარული დედამიწაზე, ყოველ ნაბიჯზე გვექნება ეს სიხარული, რომელიც შემდეგ ჩვენთან ერთად გადავა სხვა ცხოვრებაში, გაძლიერდება, შეიცვლება, გახდება მარადიული და საღვთო დიდებაში მყოფობის სიხარულად გადაიქცევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, პეტრე-პავლობის დღესასწაულს.
წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ლოცვით, უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ვიღვაწოთ სიყვარულისა და სიმდაბლის მოსახვეჭად. სწორედ ეს იქნება ჩვენი პასუხი სამოციქულო ეკლესიის მოწოდებაზე, რომელზეც მოგახსენეთ და რომელიც განსაკუთრებულად გვესმის დღეს, როცა წმინდათა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებას ვდღესასწაულობთ, ამინ!“, - იქადაგა შიო მუჯირმა.
1795284610
სპორტიალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსი...
1795283354
საზოგადოებაგორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
7 ნოემბერს ნიკა გვარამია პროკურორი რომ იყო და მას რომ არ მოეწონა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ადგნენ და შემოვარდნენ სპეცრაზმით „იმედის“ ტელევიზიაში და ქვა-ქვაზე არ დატოვეს ამ შენობაში, - განაცხადა გა...
1795281903
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა
ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გ...
1795280910
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია, უკლებლივ ყველა 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, მაგრა...
1795280410
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუ...


























