"რუსთავის 2" - ის რეპორტიორი, თამთა დოლიძე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა - თამთას ჩვენი დახმარება სჭირდება!

პარასკევს, 13 მაისს ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "რუსთავის 2" - ის  გურიის რეგიონის ბიუროს ჟურნალისტი, 36 წლის თამთა დოლიძე მძიმედ დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თამთასთან ერთად ავტომანქანაში მისი 17 თვის შვილი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ჩატარებული კვლევების შემდეგ, პატარა ბინაზე უკვე გაწერეს.

რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, იგი ბათუმში, კლინიკა "მედცენტრში" მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თამთა დოლიძეს აქვს ცხვირის ფრაგმენტული მოტეხილობა, მარჯვენა ჰაიმორის წიაღის ხაზოვან-ფრაგმენტული მოტეხილობა მცირედი ცდომით.

📌 შუბლის წიაღის გარეთა ფირფიტის ხაზოვანი მოტეხილობა.

📌 მარჯვენა თვალბუდის მედიალური კედლის მცირე ფრაგმენტული მოტეხილობა.

📌 მარჯვენა მხარის ძვლის მეტაფიზის ხაზოვანი მოტეხილობა.

📌 მარცხენა 4 ნეკნის ფრაგმენტული მოტეხილობა.

📌 მარცხნივ წელის 1-2-3 მალის მარცხენა განივი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობა.

თამთას, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ის კონტაქტურია თუმცა, მკურნალი ექიმების განცხადებით, იგი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას და რეაბილიტაციას.

თამთას გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარებაა საჭირო, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, თამთას დასახმარებლად თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

მიმღები: კუკური ბარამიძე (თამთას მეუღლე)

საქართველოს ბანკი

GE59BG0000000498359752

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792787300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...

ირაკლი კობახიძე

1792785150

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...

ეკა სეფაშვილი

1792783053

საზოგადოება

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე

„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...

ევროპარლამენტარები

1792781543

სპორტი

საბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...

საბა მარკელია

1792779921

ახალი ამბები

ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...

ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები