"სააკაშვილს გულწრფელად თანავუგრძნობ, რომ სააკაშვილის სასამართლოში მოხვდა" - არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
"ბატონ მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებდი სამართლიან სასამართლოს, მაგრამ სამწუხაროდ იმ სასამართლოში მოხვდა, რომელიც თვითონ შექმნა.
მესამე პრეზიდენტი თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლია და სააკაშვილს გულწრფელად თანავუგრძნობ რომ სააკაშვილის სასამართლოში მოხვდა", - დაწერა გამზარდიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ნომერ მე-12 ციხეში იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშილობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გარდა ამისა, იგი სსკ-ის რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებულიც.
1750677852
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძეს სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას ორი წლით თანამდებობის დ...
1750677782
სპორტიისტორიაში პირველად, ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის რეიტინგის სათავეშია
25 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში გალიდერდა. ლიპარტელიანმა წარმატებას მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის მოგების წყალობით მიაღწია. ახლა, მის აქტი...
1750676330
საზოგადოებაპაპუაშვილი: გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო
გიორგი გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო, აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი...
1750675768
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები გაწერილი
არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდ...
1750675712
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს, ასეთი სიტყვები, თუ როგორ სცემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არაადამიანი და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რ...