საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი - საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა. საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რადგან ამომრჩეველთა თითქმის 90% 26 ოქტომბერს ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.
საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას ახორციელებს და საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება სწორედ ამ კამპანიის ნაწილია.
ისევე როგორც ადმინისტრაციის ყველა საქმიანობა, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციაც არის ღია და საჯარო. მათ შორის საჯაროა ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირების შესახებაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასში მონაწილეობა. თუმცა, სამწუხაროდ პროექტის მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩართული მხარეების წარმომადგენლები მოითხოვდნენ იმიტირებულ საარჩევნო უბნებზე მუდმივად ყოფნას, რასაც მოყვა არასწორი შეფასებები თითქოს მათ ეკრძალებოდათ პროცესზე დაკვირვება.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად ამ დროისთვის არ მოქმედებს კანონის ის მუხლები, რომლებიც ჩართულ მხარეებს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს. ამასთან, პროექტი მხოლოდ საინფორმაციო-სასწავლო ხასიათისაა და შეუძლებელია იყოს დაკვირვების, როგორც პროცესის ობიექტი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და უშუალოდ გაეცნოს ტექნოლოგიებს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება და ივლისის ბოლოს დასრულდება.
1730304510
საზოგადოება366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს - ცესკო
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩე...
1730298375
საზოგადოებაცესკო კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, ეხმაურება სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას, რომელსაც, ცესკოს თქმით, დაინტერესებული მხარეები საარჩევნო...
1730298171
მსოფლიოსაფრანგეთის წარმომადგენელი „ევროვიზიაზე“ სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს
ფრანგი მომღერალი Slimane, რომელიც საფრანგეთს „ევროვიზია-2024“-ზე წარმოადგენდა, სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა leparisien.fr იუწყება. მომღერლის ტექნიკური გუნდის წარმომადგენელმ...
1730297275
საზოგადოებაჯანმო: 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით ინფიცირების 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზის 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დაავადებამ დაახლოებით 1.25 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ე...
1730294552
საზოგადოება„თუ პასუხისმგებლობას ვიღებ რაღაცაში ბოლომდე ჩემია, ასეთი ქალები კაცებს ნაკლებად მოსწონს“ - ბაბი კირკიტაძე
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბაბი კირკიტაძე, სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ ეკო ფანგანის რუბრიკაში #ფილტრის_გარეშე იმყოფებოდა, სადაც სტილის ევოლუციის და პირადი სივრცის შესახებ ისაუბრა. „ბავშვობა...